ესპანეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

Airbus A400M-ის ავიაკატასტროფის შედეგად, რომელიც ესპანეთის ქალაქ სევილიას სიხლოვეს მოხდა, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი კომპანია „კოკა-კოლას“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინციდენტის გამო სევილიას აეროპორტი დახურულია.
ესპანეთის სამთავრობო სტრუქტურებში აცხადებენ, რომ ათივე დაღუპული ეკიპაჟის წევრია. Airbus A400M – უახლესი სატვირთო თვითმფრინავია, მისი ექსპლუატაცია 2013 წელს დაიწყო. სულ მსოფლიოში 11 ასეთი თვითმფრინავი არსებობს, თითოეულის ფასი 145 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები