ერაყში ციხიდან 40 პატიმარი გაიქცა, დაღუპულია 36 ადამიანი

ერაყის აღმოსავლეთში მდებარე ციხიდან 40 პატიმარი გაიქცა. გაქცევისას სულ მცირე ციხის 6 დაცვის თანამშრომელი და 30 პატიმარი დაიღუპა. „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, პატიმრებმა ჩხუბის იმიტაცია მოხდინეს და როდესაც მცველები მათ გასაშველებლად მივარდნენ, პატიმრებმა იარაღი წაართვეს, რომელიც გაქცევისას გამოიყენეს. ამავე წყაროს ცნობით, ქალაქ ელ ხალისში მდებარე ციხეში მყოფი ზოგიერთი პატიმარი ტერორიზმისთვის იხდიდა სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები