დევიდ კემერონი ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის წევრობის საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა, რომელმაც 7 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა, ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ კემერონმა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ჩავატარებთ რეფერენდუმს ევროპაში ჩვენი მომავალი წევრობის საკითხზე“, – გამოაცხადა კემერონმა.
შეგასხენებთ, რომ რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თავის მხრივ, კონსერვატორების მთავარი კონკურენტები – ლეიბორისტები ასეთი ტიპის გამოკითხვის ჩატარებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები