ხოსნი მუბარაქი 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ხოსნი მუბარაქი კაიროს სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მუბარაქის შვილებს სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონი დოლარის მითვისებაში არიან ბრალდებულები.
სასამართლოს მსვლელობის პროცესში 87 წლის მუბარაქი სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის სასჯელს სწორედ იქ იხდის. მიმდინარე წლის 15 აპრილს ირანის საინფორმაციო სააგენტო FARS-მა გაავრცელა ინფორმაცია, ხოსნი მუბარაქის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ექიმებმა მოგვიანებით, ეს ინფორმაცია უარყვეს.
მუბარაქი ხელისუფლებას 2011 წელს ჩამოაშორეს მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებსაც 800 ადამიანი ემსხპერპლა. ამის შემდეგ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები