შს მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო – ფოტოკოლაჟი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა.
„მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს ვეტერანებს – ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი, ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდ ხანს სიცოცხლე. ცოტა დარჩნენ ძალიან, ბევრი დაღუპულია და მათ სულებს პატივი მივაგეთ ბატონმა პრემიერმა და მთავრობის და პარლამენტის წევრებმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

10277779_1822019221355608_1421347794274452618_n

10421325_1822019201355610_6628506121445400662_n

11039191_1822019354688928_875270504516950632_n

11146573_1822019468022250_6108412171826472926_n

11150531_1822019211355609_2929146131029426193_n

11180319_1822019631355567_6144562880667451486_n

11200868_1822019474688916_3807089493978094518_n

11229415_1822019588022238_8528814043088945007_n

11241232_1822019298022267_6926953687046539989_o

11258044_1822019494688914_8653374766330857531_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები