ვლადიმერ პუტინი ბლოკების საფრთხის შესახებ საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლის დროს ბლოკების მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხდება „საერთაშორისო თანამშრომლობის საბაზისო პრინციპების იგნორირება“.
„ჩვენ ბოლო დროს ერტპოლარული მსოფლიოს შექმნის მცდელობებს ვხედავთ, ვხედავთ თუ როგორ მატულობს ბლოკების ძალის გაძლიერების აზროვნება“, – განაცხადა პუტინმა.
სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გულისხმობს, რომელიც კრემლის არაერთი განცხადების მიხედვით, მის უსაფრთხოებას ემუქრება.
პუტინმა ეს განცხადება ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე გააკეთა. აღლუმში 16 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და რამდენიმე ათეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა. მოსკოვში საზეიმო ღონისძიებებზე 20 ქვეყნის ლიდერი ჩავიდა, მაგრამ ევროპული და დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერთა უმეტესობამ მოსკოვში ჩასვლაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად უკრაინის კრიზისის საკითხში რუსეთის პოზიცია სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები