ინდოეთში ადგილობრივმა კომუნისტებმა 500 ადამიანი მძევლად აიყვანეს

ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში, სუკმას ოლქში, მაოისტმა „ბოევიკებმა“ მძევლად 500 ადამიანი აიყვანეს. თავდასხმა ადგილობრივ მოსახლეობაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნერენდრ მოდისთან შეხვედრის წინ მოხდა.
ტელეარხ NDTV-ის ცნობით, მაოისტები სოფელ მარენგის მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ამ შეხვედრაში მონაწილოება არ მიეღოთ. მათ ანტისამთავრობო პლაკატები გამოფინეს და პრემიერ-მინისტრ მოდის და მინისტრ რამან სინგხას ფიტულები ჩამოკიდეს. თავდაპირველად „ბოევიკებმა“ მძევლად მუშები აიყვანეს, რომლებიც ხიდს აშენებდნენ. მოგვიანებით კი, ტერორისტებმა ის ხალხიც გაიტაცეს, ვინც მუშების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებაზე მივიდა. მაოისტები ინდოეთში კომუნისტური რეჟიმის დასამყარებლად 1960-იანი წლებიდან იბრძვიან. ამბოხებულებს დროდადრო მძევლები აჰყავთ, თავს ესხმიან პოლიციელებს და ადგილობრივ ჩინოვნიკებს. ამავე რაიონში 2014 წელს მაოისტებმა 13 პოლიციელი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები