ჩრდილოეთ კორეაში წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სპეციალური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის პირადი დავალების შემდეგ გამოუშვეს. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რაკეტის გაშვებას წყალქვეშა ნავიდან აკვირდებოდა. მისი განცხადებით, ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიას აქვს მსოფლიო დონის სტრატეგიული შეიარაღება, რომელსაც მტრული ძალების განადგურება შეუძლია.
რამდენიმე ხნის წინ აშშ-მ დაადგინა, თუ რამდენი რაკეტა აქვს ჩრდილოეთ კორეას, რომელსაც იაპონიაზე დარტყმის განხორციელება შეუძლია. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დასკვნის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას ათასამდე ბალისტიკური რაკეტა გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები