საუდის არაბეთი იემენს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს

საუდის არაბეთმა შეიძლება 5 დღით იემენში სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს. ამის შესახებ ცნობილი გახდა საუდის ხელისუფლების წარმომადგენლებს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ერ-რიადში ოთხშაბათს ჩავიდა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ იემენის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ ტვირთებს ჩაიტანენ. ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში ამოქმედდება, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა სურსათის, მედიკამენტების და სხვა ჰუმანიტარული დახმარების მოსამზადებლად გამოიყენებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუ მას ამბოხებული ხუსიტები მხარს დაუჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები