ვლადიმერ პუტინმა სერგეი ლავროვი და 17 გენერალი გადააყენა

რუსეთის პრზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას თანამდებობიდან 18 გენერლის გადაყენების შესახებ.
რუსული მედიის ცნობით, პოსტები დაკარგეს პოლიციის გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი ლავროვმა, გენერალ – მაიორმა ანდრეი პილიპჩუკმა, ასევე თანამდებობებიდან გადააყენეს გენერალ-მაიორი ნიკოლაი შუსტოვი, პოლიციის გენერალ-მაიორი ანატოლი ჟუკოვსკი და სხვა სამხედროები. სამხედრო სამსახურიდან 5 მაღალჩინოსანია გათავისუფლებული.
განკარგულება 8 მაისიდან შედის ძალაში. თანამდებობის პირების გათავისუფლების მიზეზებზე არაფერია ნათქვამი. აპრილის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა საგანგებო სიტუაციათა სამსახურში მასობრივი საკადრო წმენდა მოაწყო. კერძოდ, მან საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მოსკოვის და რეგიონული სამმართველოების 22 თანამშრომელი გადააყენა პოლკოვნიკიდან გენერალ-პოლკოვნიკის წოდებამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები