პუტინმა 9 მაისი ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სახელმწიფოს ლიდერს მიულოცა, ბალტიისპირეთის, უკრაინის და საქართველოს გარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დემონსტრაციულად მიულოცა ფაშეზმზე გამარჯვების დღე საბჭოთა კავშირის ყველა სახელმწიფოს ლიდერს, მათ შორის სეპარატისტული რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, ბალტიისპირეთის, უკრაინის და საქართველოს გარდა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მილოცვაში პუტინი მიმართავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობას. რაც შეეხება ბალტიის სამ ქვეყანას, მათზე საერთოდ არაფერია ნათქვამი.
„რუსეთის პრეზიდენტი ულოცავს აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდავეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის მოქალქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები