მადაგასკართან ვერცხლის 50-კილოგრამიანი შენადნობი აღმოაჩინეს

მადაგადასკარის სანაპიროსთან მყვინთავებმა 50- კილოგრამიანი ვერცხლის შენადნობი აღმოაჩინეს, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება. ექსპერტების აზრით, ის შოტლანდიელ მეკობრეს, უილიამ კიდს ეკუთვნოდა. შენადნობი ჩაძირული გემის ქვეშ იყო აღმოჩენილი. ამჟამად განძეულს სენ-მარის ჯარისკაცემი იცავენ. უილიამ კიდი ლონდონში 1704 წელს სიკვდილით დასაჯეს. ის მეკობრეობაში და მკვლელობაში იყო ბრალდებული, კაპიტანი კიდი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეკობრეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები