იემენში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

იემენში აშშ-ს უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შედეგად „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი ნასერ ბინ ალი ალ ანსი მოკლეს.
ამ ადამიანმა პარიზში, „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ისლამისტთა ლიდერის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების საიტზე გამოქვეყნდა. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-ანსი ქალაქ მუკალაში მოკლეს. აშშ-ს ოფიციალურმა სტრუქტურებს ტერორისტის განადგურება ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია. თავად ალ-ანსი პასუხისმგებლობას იღებდა ამერიკელი ჟყრნალისტის ლიუკ სომერსის გატაცებაზე, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მისი გათავისუფლების მცდელობის დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები