ბრიტანელი „ლეიბორისტების“ ლიდერი არჩევნებში დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანელი „ლეიბორისტების“ ლიდერმა ედ მილიბენდმა საპარალამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ თანამდებობა დატოვა. მისმა პარტიამ ძირითად კონკურენტს – დევიდ კემერონის „კონსერვატორებს“ ვერ მოუგო და მათ მთავრობის ერთპიროვნული ფორმირების საშუალება მისცა. „ლეიბორისტების“ ლიდერმა განაცხადა, რომ მან დევიდ კემერონს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. თავის მომხრეებს მან მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ახალი ლიდერის არჩევამდე პარტიის ლიდერი ჰარიეტ კარმანი იქნება.
„ლეიბორისტებმა“ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მე პარტიის წევრი გავდხი. ბოლო 5 წლის განმავლობაში მე პარტიის წარმატებისთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებდი და ძალიან ვნანობ იმას, რაც მოხდა. დამარცხების თაობაზე ჩვენ გლოვა კი არ უნდა გამოვაცხადოთ, უნდა ვიბრძოლოთ დიდი ბრიტანეთისთვის“, – განაცხადა მან. ბრიტანელი ჟურნალისტების თქმით, მილიბენდის გამოსვლის დროს მისი მხარდამჭერები ტიროდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები