კადიროვის ფონდმა ჩეჩენ ბაიკერებს 16 ახალი მოტოციკლი აჩუქა

ახმად კადიროვის სახელობის ფონდმა ვალადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბაიკერების კლუბ „ღამის მგლებს“ 16 ახალი მოტოციკლი აჩუქა. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადოროვმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში დაწერა.
ახალ მოტოციკლებზე ჩეჩენმა „ღამის მგლებმა“ გროზნოში მოტოგარბენი მოაწყვეს, რომელშიც რესპუბლიკის ლიდერმაც მიიღო მონაწილეობა. რანზან კადოროვმა ასევე აღნიშნა, რომ ძალზე ამაყობს თავისი მეგობრით, „ღამის მგლების“ ლიდერით ალექსანდრე ზალდასტანოვით, მეტსახელად „ქირურგით“.
ამჟამად რუსული მოტოკლუბის ბაიკერები ევროპის ქალაქებში მოტოგარბენს ატარებენ, რომელიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს ეძღვნება. ამ თარიღის აღსანიშნავად „ღამის მგლების“ ბაიკერები თბილისშიც ჩამოვიდნენ. მათ ვიზიტს საქართველოში რამდენიმე სკანდალი მოყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები