თურქული მედია – ანკარამ შესაძლოა, მოსკოვიდან ელჩი გაიწვიოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თურქ ისტორიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთმა შესაძლოა, მოსკოვიდან ელჩი გაიწვიოს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საკითხზე კრემლის პოზიციის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ისტორიკოსი მუსტაფა არმაგანი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა 24 აპრილს „სამგლოვიარო თარიღი უწოდა, რომელიც დაკავშირებულია კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და დრამატულ მოვლენასთან – სომეხი ხალხის გენოციდთან“. პუტინი ასევე დაესწრო ერევანში გამართულ ხსოვნის ღონისძიებებს.
„თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს საკითხი პუტინთან ტელეფონით განიხილა და უთხრა, რომ ძალიან ნაწყენია. მისი თქმით, თურქეთსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობებია, ის და რუსეთის პორეზიდენტი ერთმანეთს უგებენ, მაგრამ ამ საკითხში თურქეთისთვის კომპრომისზე წასვლა შეუძლებელია. ამიტომ თურქეთი არ გამორიცხავს რუსეთიდან ელჩის გაწვევას და დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას გენერალურ კონსულამდე ან დროებით რწმუნებულამდე“, – განაცხადა არმაგანმა გაზეთ Milliyet-თან ინტერვიუში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ პუტინის ვიზიტი სომხეთში გენოციდის 100-წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები