ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს

მთავრობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაზე მუშაობს – აღნიშნული პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგინებისას განაცხადა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, საპენსიო სისტემის რეფორმა, რომელიც დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, სავალდებულო საპენსიო დაზღვევას დაეფუძნება.
„დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაზე ვმუშაობთ. საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომელიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, სავალდებულო საპენსიო დაზღვევას დაეფუძნება. რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს კერძო საპენსიო ინსტიტუტები შეასრულებენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობის ზრდისა და პენსიის ოდენობის განსაზღვრის შესახებაც ისაუბრა.
როგორც პრემიერმა განმარტა, პენსიის ოდენობა მხოლოდ სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები