გიორგი ვაშაძე: ალასანიას პარტიამ დაინახა, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და ეს კარგია

კარგია, რომ დღეს „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ დაინახეს, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ალასანიას გუნდის გამორკვევამდე საუბრობდნენ.
„მახსოვს ალასანიას გუნდის წევრების არაერთი განცხადება, როცა ჩვენ ვსაუბრობდით პოლიტიკურ დევნაზე, კონკრეტული ადამიანების ამორჩევაზე და მათ წინააღმდეგ კამპანიის და გამოძიების წარმოებაზე. ვამბობდით, რომ ეს არ იყო სწორი და ეს არ იყო სიმართლე. კარგია, რომ დღეს მათაც დაინახეს, რომ თურმე ქვეყანაში სხვაგვარადაც ხდება, ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და თურმე ქვეყანაში არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი პოზიცია და შეუძლია დაურეკოს ნებისმიერ თანამდებობის პირს და მისცეს ნებისმიერი დავალება“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები