ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვლილება კვლავ მტკივნეულ თემად რჩება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა მიღწევის მიუხედავად, ლარის კურსის ცვლილება კვლავ მტკივნეულ თემად რჩება. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არსებული ვითარება მაქსიმალურად დაასტაბილუროს. მისი განმარტებით, საქართველოს ეკონომიკა ამ პრობლემას ვერ ასცდებოდა, რადგან რეგიონში შექმნილი ვითარება რთულია.
„სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მთელ მსოფლიოში დოლარის გამყარებამ მოახდინა, რადგანაც დოლარი აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ გამყარდა. აზერბაიჯანმა – ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ, რომელიც ჩვენზე გაცილებით მდიდარი სახელმწიფოა, დაახლოებით, ორ მილიარდზე მეტი დახარჯა კურსის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, თებერვალში მისი ეროვნული ვალუტა ერთ დღეში, 34%-ით გაუფასურდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები