ლიპეცკში სტალინის ძეგლს საღებავი შეასხეს

რუსეთის ქალაქ ლიპეცკში დაუდგენელმა პირებმა იოსებ სტალინის ძეგლს ვარდისფერი საღებავი შეასხეს. ძეგლი იქ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილის წინა დღეებში დაამონტაჟეს. სტალინის ძეგლი ადგილობრივი კომუნისტების ფულით იყო აგებული. მისი საზეიმო გახსნა 8 მაისისთვის იგეგმებოდა.
„ეს პროვოკაციაა, თანაც ის გამარჯვების იუბილეს წინა დღეებში მოაწყვეს“, – განაცხადა ადგილობრივი საოლქო საბჭოს დეპუტატმა – კომუნისტმა სერგეი ტოკარევმა.
უსაფრთხოების კამერებმა ქალი დააფიქსირეს, რომელმაც დილით ადრე კომუნისტური ბელადის ქანდაკებას სამჯერ შეასხა საღებავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები