პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფას უცხოელი დიპლომატები ემსხვერპლნენ

პაკისტანში ვერტმფრენ „მი-17“-ის კატასტროფის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის უცხოელი დიპლომატები არიან – ნორვეგიის და ფილიპინების ელჩები, ასევე მალაიზიის და ინდონეზიის ელჩების მეუღლეები. დაიღუპა ასევე ვერტმფრენის ორივე პილოტი. 5-მა მგზავრმა ტრავმები მიიღო. დაშავებულთა შორის პოლონეთის და ჰოლანდიის ელჩები არიან. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ავარია პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოხდა. ვერტმფრენი ავარიულად დაჯდა და ამის შემდეგ მას ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები