უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში აფხაზეთის ერთ-ერთი ბანკის განყოფილება გაიხსნა

ლუგანსკის ოლქში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც ოფიციალური კიევი ამჟამად ვერ აკონტროლებს, აფხაზური „გარანტ ბანკის“ ფილიალი გაიხსნა. აფხაზური ბანკის განყოფილება „პრივატბანკის“ ყოფილ შენობაშია განთავსებული და, როგორც რეკლამაშია მითითებული, მომხმარებელს საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს: კომუნალური გადასახადების მიღებას, ვალუტის გაცვლას და ნაღდი ფულის გაცემას.
უკრაინული გამოცემა „ნედელია“ წერს, რომ მოსახლეობა ამ ბანკის მომსახურებით სარგებლობს და მის წარმომავლობაზე ნაკლებად ფიქრობს. „იზვესტიას“ ინფორმაციით, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები მათ ტერიტორიაზე აფხაზეთის ბანკების ფილიალების გახსნის შესახებ მოლაპარაკებას 2014 წლის დეკემბრიდან აწარმოებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები