ლავროვი: მოსკოვი ნატო-სგან თანამშრომლობის განახლების შესახებ “სიგნალს” იღებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ნატო-სგან თანამშრომლობის განახლების შესახებ “სიგნალს” იღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული შემოთავაზებების შემთხვევაში რუსეთი კონსტრუქციულ რეაგირებას მოახდენს.
ლავროვის განმარტებითვე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა დონბასში არსებულ ვითარებაზე გავლენას არ მოახდენს, რადგან, მინისტრის განცხადებით, უკრაინის კრიზისის დარეგულირება მინსკის შეთანხმების განხორციელებით არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები