დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატორები“ ლიდერობენ

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში დევიდ კემერონის „კონსერვატიული“ პარტია ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, ის პარლამენტში 650 ადგილიდან 316 მანდატის მიღებას შეძლებს. „კონსერვატორების“ ძირითადი კონკურენტები – „ლეიბორისტები“, სავარაუდოდ, 239 ადგილს მოიპოვებენ. ამ წარუმატებლობის შემდეგ „ლეიბორისტების“ ლიდერმა, ედ მილიბენდმა შეიძლება პარტიის ლიდერის პოსტი დაკარგოს. ბრიტანული მედიის ცნობით, არჩევნები საკმაოდ მოულოდნელად დასრულდა, ვინაიდან წინასწარი გამოკითხვებით, კონსერვატორების და „ლეიბორისტების“ მხარდამჭერთა რაოდენობა პრაქტიკულად თანაბარი იყო. კიდევ უფრო დიდ სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს „ლიბერალ-დემოკრატების“ ჩავარდნა. ისინი 47 ადგილის ნაცვლად პარლამეტში, სავარაუდოდ, მხოლოდ 9 მანდატს მოიპოვებენ, ასევე სენსაციურად დასრულდა არჩევნები ერთმანდატიან ოლქში გლაზგოს სიახლოვეს. იქ 20 წლის სტუდენტმა გოგომ მხაირი ბლეკმა არჩევნები დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრს დუგლას ალექსანდერს მოუგო. ბლეკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იქნება 1667 წლიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები