რუსული კოსმოსური ხომალდი ატმოსფეროში დაიწვა

რუსული სატვირთო კოსმოსური ხომლადი „პროგრეს М-27М“ 8 მაისს, გამთენიისას დედამიწის ატმოსფეროში შევიდა და დაიწვა. „როსკოსმოსის“ ინფორმაციით, ხომალდმა არსებობა წყნარი ოკეანის თავზე შეწყვიტა. სავარაუდოდ, „პროგრესის“ ყველა ფრაგმენტი დაიწვა და დედამიწამდე არ მიაღწია. პროგრესის ავარია მისი გაშვების დღეს, 28 აპრილს მოხდა. რაკეტა „სოიუზ – 2.1“-ს მესამე საფეხურში მომხდარი ავარიის შედეგად „პროგრესმა“ მართვა დაკარგა და საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდთან მისი მიერთება შეუძლებელი გახდა. ამის შემდეგ ფრენის მართვის ცენტრმა პროგრესის განადგურების გადაწყვეტილება მიიღო. პროგრესის გაშვება რუსეთის ბიუჯეტს 2,6 მილიარდი რუბლი დაუჯდა, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, ამ თანხას დაზღვევა მთლიანად დაფარავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები