ვაშინგტონში, თეთრი სახლის ფასადზე რუსული ჯარის აღლუმი უჩვენეს (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ვაშინგტონში, თეთრ სახლზე რუსული სამხედრო ტექნიკის აღლუმის პროექციაა დაფიქსირებული. აღლუმის ჩვენება რუსული სამხედრო მარშის მუსიკის ფონზე გაიმართა. ვიდეოს შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ის მაისშია ჩაწერილი. ვიდეოში ნათქვამია, რომ თუ ბარაკ ობამა მოსკოვში, აღლუმზე არ მიდის, აღლუმი თვითონ ჩავა ამერიკაში. აღიქვა თუ არა აშშ-ს ხელისუფლებამ ეს ფაქტი მუქარად, ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან შეერთებული შტატების ხელისუფლებას ამაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები