ნეპალში დაკარგული ორი რუსი დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს

ორი რუსი დიპლომატი, პაკისტანში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები, რომლებთანაც მიწისძვრის შემდეგ კავშირი გაწყდა, ლატანგის დასახლებაში ნანგრევებში გარდაცვლილები აღმოაჩინეს. ამჟამად მოსკოვში მათი გადასვენების ოპერაცია მიმდინარეობს.
დიპლომატები ნეპალში შვებულებაში იმყოფებოდნენ. სამძებრო ოპერაცია რთული რელიეფის მქონე რაიონში 2 ათასიდან 4 ათას მეტრამდე სიმაღლეზე მიმდინარეობდა. მიწისძვრის შედეგად ბევრი გზა, ხიდი და სოფელი დაინგრა, რაც გადაადგილებას ართულებდა.
ნეპალში დამანგრეველი მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა. სტიქიის შედეგად 7 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები