„მისტრალების“ შემდეგ რუსეთი შეიძლება ფრეგატების გარეშეც დარჩეს

საფრანგეთთან ვერტფრენმზიდი „მისტრალების“ გარშემო კონფლიქტის პალალელურად რუსეთს ახლა 22350-ის პროექტის ფრეგატების მშენებლობაშიც შეიძლება პრობლემები შეექმნას. საქმე ის გახლავთ, რომ უახლესი რუსული გემებისთვის ტურბინები უკრაინას უნდა მიეწოდებინა, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება ბოლო დროს შექმნილი სიტუაციის გამო ამაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ქალაქ ნიკოლაევის ქარხანამ „ზორია მაშპროექტმა“ გემის ძრავების მიწოდება უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით შეაჩერა. სიტუაცია ძალზე ჰგავს „მისტრალებთან“ დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას. აქაც რუსულმა მხარემ ფული წინასწარ გადაიხადა, მაგრამ სამხედრო ხომალდებისთვის აუცილებელი დეტალები ვერ მიიღო. ამჟამად რუსეთის სამხედრო უწყება ალტერნატიულ მიმწოდებელს ეძებს. ასეთი შეიძლება იყოს საწარმო“სატურნი“, თუმცა შესაბამისი შეკვეთის შესრულებას გარკვეული დრო დაჭირდება. 22350-ის პროექტის ახალი თაობის რუსული ფრეგატები „სტელსის“ ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რაც რადარით მათი აღმოჩენის შესაძლებლობას ართულებს. ორი პირველი ხომალდის მიწოდება ჩრდილოეთის ფლოტისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსთის ხელისუფლებამ ამ გემების გაგზავნა შავ ზღვაში, სევასტოპოლის ბაზაზე გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები