პოროშენკო – უკრაინამ „გაზპრომს“ ბრძოლა მოუგო

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდებაში ნებისმიერი მიმწოდებლის წილი 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეს განცხადება პოროშენკომ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინამ გაზის მიწოდების უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„ჩვენ „გაზპრომის“ მონოპოლიას, რომელიც ბოლო 23 წლის განმავლობაში არსებობდა, ბოლო მოვუღეთ. ამ პოლიტიკურ-ენერგეტიკულ სტრუქტურასთან ზამთრის ბრძოლა მოვიგეთ. პირველად ზამთარი ღუმელებისა და სანთლების გარეშე გადავიტანეთ. ამჟამად უკრაინაში „გაზპრომის“ გაზის წილი 37%-ს შეადგენს. დანარჩენს კი უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან იღებს. ეს მოწოდება დივერსიფიცირებულია და მასში 10-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს“, – განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები