ჩერეპოვეცში ორი ადამიანი ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა

რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცში ორი ადამიანი დაიღუპა ჭურვის აფეთქების შედეგად. უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მუშები 9 მაისის აღსანიშნავ კომპოზიციას ამზადებდნენ. ამ კომპოზიციაში რამდენიმე ცარიელი ჭურცი გამოიყენებოდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, აფეთქება შედუღების დროს მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ჩერეპოვეცის მუზეუმების გაერთიანების მხატვარი და შემდუღებელი, რომლებიც ჭურვის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები