ნიჟნი ნოვგოროდის კოლონიაში არეულობის შედეგად ერთი პატიმარი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

ერთი პატიმარი დაიღუპა და 15 დაშავდა ნიჟნი ნოვგოროდის ერთ-ერთ კოლონიაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად. რუსული მედიის ცნობით, ამ ციხეში ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები იმყოფებიან.
სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ პატიმრებმა ჩხუბი თავად მოაწყვეს. პატიმრების ვერსიით კი, მათ შიმშილობა დაკავების პირობების გამო დაიწყეს, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა.
სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ჩხუბის მოთავენი „ახალბედა“ პატიმრები არიან. „პატიმრებმა დალეწეს ავეჯი, დაამსხვრიეს უსაფრთხოების კამერები. ციხის პერსონალზე თავდასხმა არ მომხდარა. დაწესებულების ყველა თანამშრომელმა ციხის ტერიტორია უპრობლემოდ დატოვა“, – განაცხადეს სასჯელაღსრულების პრესსამსახურში. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები