ირანმა დანიური სატვირთო გემი გაათავისუფლა

ირანელი მესაზღვეების მიერ სპარსეთის ყურეში ერთი კვირის წინ დაკავებული დანიური კომპანია Maersk Line Shipping-ის სატვრითო გემი გათავისუფლებულია. ირანული სააგენტო IRNA-ს ცნობით, Maersk Tigris-ის კონტეინერმზიდი 28 აპრილს დააკავეს. ის ორმუზის სრუტეში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მიცურავდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტეინერმზიდი ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიული წყლების დარღვევისთვის დააკავეს. ირანის საპატრულო ხომალდმა სატვირთო გემს გამაფრთხილებელი ცეცხლიც კი გაუხსნა და ის ირანის სანაპიროსკენ წაიყვანა. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Maersk Tigris-ი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს გემის მფლობელი კომპანიის მიერ ირანისთვის 15 წლის წინანდელი ვალის გადაუხდელობის გამო. დაკავებული გემის ბორტზე 34 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, გადაიხადა თუ არა კომპანიამ ვალი, რომელიც 10 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები