ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა

პარტია „ლიკუდის“ ლიდერმა და ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის შეთანხმების მიღწევა შეძლო. კოალიციაში ულტრამემარჯვენე პარტიის „ებრაული სახლის“ შესვლის შეთანხმება ამ მოლაპარაკებისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ორი საათით ადრე მოხდა.„როიტერის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნეთანიაჰუ თითქმის ორი თვის განმავლობაში კოალიციური მთავრობის შექმნას ცდილობს. ეს პროცესი ძალზე რთული აღმოჩნდა, ვინაიდან „ლიკუდის“ ტრადიციულმა მოკავშირემ, პარტიამ „ჩვენი სახლი ისრაელი“ კოალიციის შექმნაზე უარი განაცხადა. „ებრაულ სახლთან“ ბოლო მომენტში მიღწეული შეთანხმების შემდეგ ნეთანიაჰუმ პარლამენტში მინიმალური უმრავლესობა მოიპოვა მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად – 61 ხმა 120-დან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები