დონბასში შერეულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა

დონბასში საერთაშორისო ინსპექტორთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა, რომლის შემადგენლობაში შედიან დანიის, პოლონეთის, კანადის და მოლდავეთის წარმომადგენლები. ისინი უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას შეაფასებენ. ინსპექტორთა ჯგუფმა მუშაობა კრამატორსკიდან დაიწყო. ინსპექტირების ადგილი და დრო კონკრეტულ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. დაკვირვების შესახებ ინფორმაცია ეუთოს გადაეცემა. იგეგმება, რომ ექსპერტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას ხელი შეუწყონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები