აშშ-ს თავდაცვის უწყება სირიელი ამბოხებულების წვრთნას აპირებს

ამერიკელი სამხედროები კვლავ უცხოელი ჯარისკაცების წვრთნას განაგრძობენ. ამჯერად ისინი თურქეთსა და იორდანიაში მიემგზავრებიან, იქ უახლოეს მომავალში „სირიის ზომიერი ოპოზიციის“ წვრთნა გაიმართება. ამ მიზნებისთვის აშშ-ს თავდაცვის უწყებამ 400 სამხედრო გამოყო. CNN-ის ცნობით, პენტაგონში აცხადებენ, რომ ინსტრუქტორები ზომიერ სირიულ ოპოზიციას „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ საბრძოლველად მოამზადებენ და არა ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჩამოსაგდებად. წვრთნები უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება. სირიის ოპოზიციის მომზადებისთვის აშშ-ს ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, 600 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები