ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა ლიდერები ამერიკულ დელეგაციას შეხვდნენ

კონგრესმენ ჯო ვილსონის ხელმძღვანელობით საქართველოში ამერიკელ კონგრესმენთა 6-კაციანი დელეგაცია იმყოფება. ამერიკულ დელეგაცაის ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა ლიდერები შეხვდნენ. „თავისუფალი დემოკრატების“ ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, ასევე საუბარი შიდაპოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო. კონგრესმენებთან თავისუფალმა დემოკრატებმა დეტალურად ისაუბრეს საარჩევნო სისტემაზე, საქართველოში არსებულ კრიზისულ ეკონომიკურ ვითარებაზე და სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები