პაკისტანში სკოლაზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა პაკისტანში სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ერთ-ერთ სკოლაში საფეხბურთო მატჩის დროს მოედანზე შეღწევა სცადა. პოლიციელებმა მათ გზა გადაუღობეს და სროლა დაუწყეს, მაგრამ თვითმკვლელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაინც აამოქმედეს. თავდასხმა ქალაქ პეშავართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში მოხდა, სადაც გასულ წელს „ბოევიკების“ თავდასმის შედეგად 140 მოსწავლე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები