რომის აეროპორტი ხანძრის გამო დახურულია

რომის მთავარი აეროპორტი ფიუმიჩინო ხანძრის გამო დახურულია. აალება, წინასწარი ინფორმაციით, საბარგო განყოფილებაში მოხდა ხანძრის ლიკვიდაციისთვის იქ 20 ბრიგადა გააგზავნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა ხანძრის გავრცელების აღკვეთა შეძლეს. მსხვერპლი არ არის. 3 ადამიანი მხუთავი გაზით მოიწამლა. ხანძრის გამო ყველა რეისი გაუქმებულია. მიმდინარეობს თვითმფრინავების გადამისამართება სხვა აეროპორტებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები