დიდ ბრიტანეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

დიდ ბრიტანეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე გაიხსნა. არჩევნებში სულ 428 პარტია მონაწილეობს, მაგრამ ძირითადი ბრძოლა „კონსერვატიულ“ და „ლეიბორისტულ“ პარტიებს შორის გაიმართება. კენჭისყრამდე 3 დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ორივე პოლიტიკურმა ძალამ ამომრჩეველთა 33.7 % მიიღო.
პარლამენტში მოხვედრის შანსები აქვს აგრეთვე „ლიბერალ – დემოკრატებს“, გაერთიანებული სამეფოს „დამოუკიდებლობის პარტიას“, შოტლანდიიის „ნაციონალურ“ პარტიას და „მწვანეთა“ პარტიას. თუ არჩევნების შედეგებიც საზოგადოებრივი კვლევის მონაცემებს დაემთხვა, არც ერთი გამარჯვებული ძალა მთავრობას ვერ შექმნის. რაც შეეხება კოალიციას პარლამენტში და მთავრობაში, ის შეიძლება არამდგრადი აღმოჩნდეს. ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ 2015 წლის ბოლომდე კიდევ ერთი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდეს აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები