ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის დელეგაციასთან სადილი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციას, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით, სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაო სადილზე მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების უდიდეს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.