დავით უსუფაშვილი, 8 მაისს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, პრეზიდენტს მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 8 მაისს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს. “საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ამ პროცესში პარლამენტის როლი იწყება. ცნობილია, რომ მინისტრების მოსმენისთვის მზაობა არსებობდა. 7-8 მაისი ის დღებია, როცა ამ საკითხებზე მსჯელობას შევძლებთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს, რომელიც 13.00 საათზე ჩაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ცოტა ხნის წინ წარუდგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, თუმცა პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენის ვადა ერთი კვირით გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები