შვედეთი მზადაა, ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ტერეზ ჰიდენს და საქართველოში შვედეთის ელჩს მარტინა ქვიქს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები და ამ კუთხით განსახორციელებელი ქმედებები განიხილეს. არჩილ ყარაულაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიზნით გასატარებელი რეფორმები და ღონისძიებები მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ამ კუთხით პროგრესი უკვე არსებობს.
თავის მხრივ, შვედური მხარის მიერ გამოითქვა მზაობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში შესაბამისი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. განხილულ იქნა დახმარების შესაძლო მიმართულებები. მხარეებმა შეხვედრისას ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოში და რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებულ ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე და საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში ინტეგრაციის სარგებლის შესახებ ინფორმირების აუცილებლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები