მიხეილ სააკაშვილი მოლდავეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რეფორმათა საერთაშორისო საბჭოში მოლდავეთის პრემიერ-მინისტრს კირილ გაბურიჩს შეხვდა. შეხვედრას როგორც მოლდავეთის მთავრობის წევრები, ისე უკრაინის ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, გენპროკურორისა და ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის პირველი მოადგილეები დაესწრნენ. მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინულ – ქართულ რეფორმატორთა გუნდს ქვეყნის რეფორმირების საქმეში დახმარება სთხოვა. მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ალექსანდრე ბოროვიკისა და გოგა ცხაკაიას ხელმძღვანელობით, რომელიც უახლოეს დღეებში ჩავა კიშინოვში და მოამზადებს ანტიკორუფციული რეფორმების პაკეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები