ავღანეთში ქალის მკვლელობაში 4 ბრალდებულს სიკვდილით დასჯა განუსაზღვრეს

 

ავღანეთის სასამართლომ ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ოთხ მამაკაცს სიკვდილით დასჯა განუსაზღვრა.

ეს ფაქტი 19 მარტს მოხდა, როდესაც 28 წლის ქალი, სახელად ფარხუნდა განრისხებულმა ბრბომ მეჩეთიდან გამოათრია. ამის შემდეგ ის სასიკვდილოდ გაიმეტეს და შემდეგ მისი ცხედარი დაწვეს. ფარხუნდას ყურანის დაწვაში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით მოწმეებმა განაცხადეს, რომ ფარხუნდას ყურანის დაწვა დაუმსახურებლად დააბრალეს.

ქალის სასტიკმა მკვლელობამ საპროტექტო აქციები გამოიწვია როგორც ქაბულში, ასევე ავღანეთის სხვა ქალაქებში. მთლიანად ამ სასტიკი მკვლელობის საკითხზე 49 ადამიანი დაჰკითხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები