“ჯერ დეპუტატებს შეუწყდებათ უფლებამოსილება და შემდეგ მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება”

 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით, ჯერ დეპუტატებს, ხიდაშელსა და აგულაშვილს უფლებამოსილება შეუწყდებათ და მთავრობას ამის შემდეგ გამოუცხადებენ ნდობას.

“ხვალვე გაიმართება ბიუროს სხდომა და რეგლამენტის შესაბამისად მომდევნო დღეს უკვე უნდა გაიმართოს პლენარული სხდომა, აქედან გამომდინარე პრეზიდენტს წარედგინება თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, რომელზეც ჯერ ხიდაშელსა და აგულაშვილს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გაიმართება კენჭისყრა, შემდეგ კი მთავრობის შემადგენლობას გამოუცხადებენ ნდობას,” – განმარტავს ვახტნაგ ხმალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები