ნეპალიდან ევაკუირებულმა უკრაინელებმა ბაქოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დაიძინეს
უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი ზორიან შკირიაკი, რომელმაც მიწისძვრით დანგრეული ნეპალიდან უკრაინელი ტურისტები გამოიყვანა, ბაქოს აეროპორტში მისი თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე დაწვა და დაიძინა.
ზორიან შკირიაკის ამ ნაბიჯს სხვებმაც მიბაძეს. შესაბამისი ფოტო ფეისბუქში გამოქვეყნდა.
როგორც „ობოზრევატელი“ იუწყება, ნაპალიდან უკრაინელების ევაკუაცია უკვე 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს თვითმფრინავ „ილ-76“-ის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდება. 6 მაისს თვითმფრინავი, როგორც იქნა, ნეპალიდან გამოფრინდა. სამაშველო ოპერაციაში ზორან შკირიაკმა თავისი მეგობარი გოგონა ეკატერინა ხრამოვაც წაიყვანა, რომელიც დელიში მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავის რემონტის დროს ღირშესანიშნაობებს ათვალიერებდა და სპილოებთან ერთად ფოტოებს იღებდა.