პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა
საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში აცხადებენ, ბიუროს სხდომა 18:00 საათზე გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, ბიუროს სხდომის დანიშვნა პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენას უკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ცოტა ხნის წინ წარუდგინა. დეპუტატები საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებენ.