„როიტერი“: რიგის სამიტზე საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებენ

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტი არ შეიცავს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ დოკუმენტში ასევე არ იქნება მითითებული ვიზების გაუქმების კონკრეტული თარიღი. „დოკუმენტში აღნიშნულია ევროკავშირის საერთო ძალისხმევა უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების თვალსაზრისით და ხაზგასმით მითითებულია მომავალი ნაბიჯები, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მისაღწევად არის აუცილებელი“, – განუცხადა „როიტერს“ ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ევროკავშირის წყაროს ცნობით, ამჟამად ამ გადაწყვეტილების 2016 წლისთვის გადატანის საკითხი განიხილება. ამასთანავე, დიპლომატმა დააკონკრეტა, რომ მომავალი წლისთვის ამ საკითხის გადატანა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი 2016 წელს უკრაინას და საქართველოს ვიზებს გაუუქმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები