დავით უსუფაშვილი: პარლამენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკის ანგარიში განიხილოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა პარლამენტის პირდაპირი ვალდებულებაა.

მისივე თქმით, აღნიშნულს პარლამენტი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ფორმატში განიხილავს.

“არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია, განიხილოს ეროვნული ბანკის ანგარიში. ანგარიში მოიცავს ზუსტად იმ პერიოდს, როცა ეს მოვლენები განვითარდა. ამიტომ ჩვენ პარლამენტის კედლებში გვექნება კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული, ყველა ფორმატით და ყველა ფორმით ამ საკითხში უკეთ გარკვევის უფლება. ვნახოთ, რა გამოიკვეთება ამ პროცესში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები