იტალიაში ტურისტებმა ჰერკულესის უნიკალური ქანდაკება სელფის გამო დააზიანეს

ორ ტურისტზე იტალიაში შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმის გამო, რომ მათ იტალიის ქალაქ კრემონეში ჰერკულესის უნიკალური ქანდაკება დააზიანეს.
Daily Mail-ის ცნობით, ორი მამაკაცი სელფის გადაღებას ცდილობდა და ამისთვის პირდაპირ ქანდაკებაზე აძვრნენ. ამის გამო გვირგვინი, რომელიც ჰერკულესის ორ ქანდაკებაზე იყო აღმართული, ჩამოვარდა და დაიმსხვრა. ექსპერტებმა მიყენებული ზარალის თანხა უნდა დაადგინონ, ასევე გაარკვიონ, შესაძლებელია თუ არა ქანდაკების აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ორმა ქალმა კალიფორნიიდან კოლიზეუმზე საკუთარი ინიციალები ამოკაწრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები